ფამაგუსტას „ანორთოსის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ნიკა ნინუას სალონიკის პაოკ-ში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ნინუა ბერძნულ გუნდში კარგად წარმოაჩენს შესაძლებლობებს.
„ბეშითქაშში“ არ გადასულა? ვიცოდი, რომ თითქოს დახურული იყო თურქული გუნდის მხრიდან ტრანსფერი. ის ძალიან ტექნიკურია, კარგი დატყმით და პასებით. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ასაკში იყო ლიდერი, ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ლიდერად იქცა. მჯერა, რომ პაოკ-ის დახმარებას შეძლებს.
ადაპტაცია? როდესაც ჩემი კარიერის დასაწყისში „დინამო“ დავტოვე და „ანორთოსისში“ წავედი, შემდეგ კი აეკ-ში ადაპტაციის პრობლემა არ მქონია. ვფიქრობ, არც ნიკას ექნება ეს პრობლემა. მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, ბერძნული მედიის ცნობით პაოკ-ში ნიკა ნინუას ტრანსფერი გადაწყვეტლია და ამის ოფიციალურად დადასტურებას ხვალ ელოდებიან.