საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში საჩხერის „ჩიხურამ“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა და 0:4 განადგურდა.
იმერული გუნდი მთელი პირველი წრის განმავლობაში ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან და ფავორიტთან უშანსოდ წააგო. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გარკვეული იყო.
გიორგი ნიქაბაძის, მამუკა კობახიძის, ჯაბა ჯიღაურის გოლებით სტუმრებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. მატჩის მიწურულს ჯიღაურმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამო ბათუმი“17 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „ჩიხურას“ მხოლოდ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციაზეა.
„ჩიხურა“ – „დინამო ბათუმი“ 0:4 (0:3)
გოლები: 0:1 ნიქაბაძე (3), 0:2 კობახიძე (28), 0:3 ჯიღაური (42), 0:4 ჯიღაური (79)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ობოაბონა რა მაგარ ჯანზეა და როგორ მონდომებული?!
ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს დინამო ბათუმი აჩვენებს.ამ გუნდის მაქსიმუმი ეს არ არის და კიდე შეძლებენ მომატებას.ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს რადგან გატანილი გოლის შემდეგ განგებ უკლებენ ტემპს და ცდილობენ ძალები დაზოგონ
ოღონდ წინასწარ არ დავიწყოთ ჩემპიონობის აღნიშვნა,შარშანდელიც გვეყოფა...
იმედია ხვალ კენჭისყრაში გაგვიმართლებს... მაგრამ მგონია როგორც განუთესავები ნებისმიერი განთესილისთვის ყველაზე რთული მეტოქე ვიქკნებით
აბა რაა
ა გუნდი ძმაო.. ისე ჩიხურაც კარგად ათამაშებდა ბურთს.. კარგი საყურებელი თამაში იყო, ვისიამოვნე ნამდვილად
რეინალდოს ალბათ სოლიდურ ხელფასს აძლევენ და ვაი თუ ვერ ჩადგა ფორმაში!
ჩემპიონები არიან ზღვისპირელები.