ფეხბურთი

13:00 | 7.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტაბიძე "უფას" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულშია

ჯემალ ტაბიძე „უფას“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში შეიყვანეს. კლუბის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში 24 წლის ჩვენებურმა გულშემატკივართა ხმების 12.5% მიიღო.

ტაბიძეს მხოლოდ ალექსანდრ ბელენოვმა (46.4%) და დანილ ფომინმა აჯობეს (27.2%) და შედეგად მესამე ადგილი ერგო.

ქართველმა მცველმა 2019-2020 წლების სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ამასთან, დაცვაში ჩინებულად ირჯებოდა და რამდენჯერმე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დასახელდა.

რუსეთის პრემიერლიგის ახალი სეზონის სასტარტო მატჩს კი „უფა“ 9 აგვისტოს გამართავს და მისი მეტოქე „კრასნოდარი“ იქნება.

0.12376