ფეხბურთი

19:27 | 5.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სოლომონი ზედმეტია" - რუსული მედია კვირკველიას "ლოკომოტივში" ყოფნაზე

სოლომონ კვირკევლიას მომავალი მოსკოვის „ლოკომოტივში“ ბუნდოვანია. რუსული მედიის ცნობით, ქართველი ჯერ რჩება „რკინიგზელთა“ რიგებში, მაგრამ დიდი შანსია, რმ კლუბი დატოვოს.

მოსკოველები სლობოდან რაიკოვიჩის ტრანსფერზე მუშაობენ, რომელიც ცენტრალური მცველია და ეს კიდევ უფრო რეალურს ხდის, რომ კვირკველიას ახალი გუნდის ძებნა მოუწევს.

Soccer.ru „ლოკომოტივის“ ტრანსფერებზე და გეგმებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, კვირკველიას შესახებ კი მოკლედ და კონკრეტულად წერს:

„კვირკველიას შეუძლია მოსკოვის კლუბი დატოვოს. ის უბრალოდ ლიმიტში ვერ ჯდება, თუ ნიკოლიჩი აქცენტს ახალწვეულებზე ან მურილოზე გააკეთებს, მაშინ სოლომონი ზედმეტია“.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია „ლოკომოტივში“ 2017 წლის იანვარში ყაზანის „რუბინიდან“ გადავიდა და კლუბთან ერთად რუსეთში ყველაფერი მოიგო. თუმცა გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

0.115473