„მანჩესტერ იუნაიტედი“ დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას აპირებს და „პორტუს“ ფეხბურთელ ალექს ტელეშს თვალი დაადგა. ინფორმაციას A Bola ავრცელებს.
„წითელი ეშმაკები“ 27 წლის ბრაზილიელს ლუკ შოუს შემცვლელად განიხილავენ. უცნობია წინადადება, რომელსაც ინგლისური გრანდი „დრაკონებს“ შესთავაზებს, სამხრეთ ამერიკელს „პორტუსთან“ კონტრაქტი კიდევ 1 წელი აკავშირებს.
გასულ სეზონში ალექს ტელეშმა 49 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა.