გორში ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. ლიდერი „დილა“ ბათუმის „დინამოს“ მასპინძლობდა. თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა გოლი საკმაოდ კურიოზული გამოდგა. მე-15 წუთზე საკუთარ კარში ბალგუ იენდეუნტმა გაიტანა. უფრო სწორად, ბურთი ბოლოს ტოგოელს მოხვდა და ისე შეგორდა კარში.
გორელებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს. გოლი ირაკლი ლექვთაძის ანგარიშზეა. საბოლოოდ - 1:1.
„დილა“ კვლავაც ლიდერია. თუმცა, გორელებმა ისეთი ჰანდიკაპი შეიქმნეს, რომც დამარცხებულიყვნენ, მაინც პირველ ადგილზე დარჩებოდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
lagashi,
რის მიხედვით იძახით, რომ ბათუმის დინამოში ფული გაჩნდა? რადგან კერძო მფლობელი ჰყავს? ბათუმის სტადიონი კლუბის აშენებული არაა და არც მის საკუთრებაშია. სახელმწიფოს ფულით გაკეთებული პროექტია. გუნდის შემადგენლობა არის რეალურად ძალიან სუსტი. მაგ შემადგენლობისთვის მეორე ადგილი ძალიან კარგი შედეგია.
გაფრინდაშვილი, კიჭი მელიავა, გაგოშიძე, მანჯგალაძე, ჩალაძე - ეს ფეხბურთელები საქართველოს დონეზეც სუსტები არიან და ამ დროს ამათ უწევთ ძირითადში თამაში. + ჩამოწერილი დვალიშვილი, რომელიც შარშან ძირითადის ფეხბურთელი იყო, რადგან გუნდს მასზე უკეთესი ფორვარდი არ ჰყავს, ფაქტია (ფლამარიონს თუ არ ჩავთვლით, რომელიც გამოკვეთილი თავდამსხმელი არაა). ჯიღაურიც არაფერი ფეხბურთელი არაა და ნავალოვსკიც დაბერდა.. ერთადერთი, ასე თუ ისე, ნორმალური ფეხბურთელი ამ გუნდში ფლამარიონია და გონსალვეში, რომელიც ახლახანს დაიმატეს.
ის რეინალდო და ობაობანა სკამს რომ ხეხავენ, ეგ გეგუჩაძის ბრალია, თუ მათი, რომ ასეთი სუსტი გუნდის შემადგენლობაში ვერ ხვდებიან?
გეგუჩაძე ცდილობს ის ფეხბურთი ათამაშოს გუნდს, რისიც სჯერა. ბურთის ფლობაზე ორიენტირებული. მაგალითად, დააკვირდით, როგორ ამოდიან დაცვიდან. მაქსიმალურად ცდილობენ არ მოიგერიონ და პასებით ამოვიდნენ, რის გამოც ხშირად ბევრ დროს ხარჯავენ და ხანდახან არც გამოსდით კარგად, მაგრამ დასახვეწად დროა საჭირო. ის ზესტაფონიც, რომელიც საკმაოდ ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა მაშინ, იმიტომ თამაშობდა, რომ დრო მისცეს იქ.. სხვათაშორის, არც ზესტაფონში ჰყოლია არაფერი შემადგენლობა. უბრალოდ გუნდი დააყენა და ამიტომ ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად აჩვენებდა თავის შესაძლებლობას.
დიახ კერძო მფლობელებს ვგულისხმობ რომლებიც სასიკეთოდ ხარჯავენ ფულს.. ნუ ჯერჯერობით ასე ჩანს, რაც შეეხება სტადიონს, მე ამ შემთხვევაში ბათუმში არსებულ დადებით საფეხბურთო აურას ვგულისხმობ რასაც სტადინი კიდევ უფრო გააძლიერებს თორემ ის, რომ სტადიონი სახელმწიფოს ფულით აშენდა ეს ნამდვილად ვიცი..., ბათუმელ ფანებს ვუწერდი ხოლმე რომ გეგუჩაძეს დიახაც დრო უნდა მიეცეს თქო და შედეგიც მოვა მეთქი, . აქ იმაზე არ არის საუბარი საერთო ჯამში რამდენი ნორმალური ფეხბურთელი ჰყავს, საუბარი იმაზეა რომ ე.ლიგის საზომით ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ამ შემადგენლობით, საქართველოს ჩემპიონატში 7-დან მხოლოდ 2 არ უნდა ჰქონდეს მოგებული. იქ სადაც ობოაბონაა გაგოშიძე არ უნდა იყოს ძირითადში, არც ნავალოვსკია ე.ლიგაში ვინმეზე ნაკლები და ჯიღაური კი ერთერთი საუკეთესოა თავის საქმეში (ცხადია აქ
)
არაფერი დასაბლოკი რამ არ დამიწერია და რატო დაბლოკეთ. რაც შეეხება თამაშს გამოჩნდა რომ დინამო ბათუმს მეტი შეუძლია აშკარად და საჩემპიონო გუნდიც არის, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო თამაშს ვერ ვიგებთ.. ვინმეს არ ებადება კითხვა, რა უნდა ამ ფორმაციის დინამოში, მელიავას, ჩალაძეს, რიჟას,მიქაბაძეს და თევდორაძეს? ცინცაძე ქუთაისში რომ თამაშობდა დაფრინავდა და ბათუმში რა დაემართა? პირველ რიგში 4-5 ფეხბურთელი არის გასაშვები გუნდიდან და ამდენივე მოსაყვანი. კოვტალიუკი გორის დილაში ბურთს აგორებდეს და დინამოში დვალიშვილი და მიქაბაძე გყავდეს ამასაც ხო მოხერხება უნდა ? დინამო თბილის უფრო ცუდ დღეში აქვს საქმე სელექციის მხრივ, მაგრამ ყოველთვის თავისი აღზრდილები ჯიგრიანად თამაშობენ და შედეგსაც აღწევენ ჩემპიონატში. ვფიქრობ 4-5 ტურის მერეც ვითარება თუ არ გამოსწორდა დინამო ბათუმში, აჯობებს გეგუჩაძის გაშვება და ისეთი მწვრთნელის მოყვანა ვისაც ევროპა ლიგის დონეზე გამოცდილება მაინც აქვს. უკრაინელი რომან გრიგორჩუკი რატომ არავის მოყავს საქართველოში ძალიან მიკვირს, გაბალას სულ ევროპა ლიგის ჯგუფში გაყავდა და საკმაოდ კვალიფიციური მწვრთნელია... 200 000 $ მეტს რომ არ მოითხოვს წელიწადში მაგაში კი ვარ დარწმუნებული !
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე ნორმალური მატჩი გამოდგა. გეგუჩაძე ჩემპიონატის ყველაზე გამოცდილ მწვრთნელად მიმაჩნია მაგრამ ამ ეტაპზე მგონი ყველაზე სუსტი წერტილია ბათუმურ კლუბში, ჯერ იყო და შარშან საკუთარ თავთან უფრო წააგო გუნდმა და ჩემპიონობა სხვას გადაულოცა, ახლა არის და იგივე პრობლემაა.. თითქოს აშკარად გაცილებით მეტი შეუძლია გუნდს და შედეგს ვერ აღწევენ.., უცნაურად იჩემებს ისეთ ფეხბურთელებს ვინც ეროვნული ლიგის საშუალო დონეს წარმოადგენენ, სკამს კი ობოაბონას და რეინალდოს ახეხინებს
პატივს ვცემ მეგობარო შენს აზრს მაგრამ მე გეგუჩაძეზე მაშინაც ვიძახდი მწვრთნელი არაა მეთქი როცა გასულ წელს საჩემპიონო ფარზე ცალი ხელი გვედო უკვე
გასულ წელს ძალიან სუსტი გუნდი გვყავდა და მეორე ადგილი წესით წარმატებად უნდა იყოს ჩათვლილი. წელს კი საჩემპიონო გუნდი არის მართლაც და არ შეიძლება ამ შანსის ხელიდან გაშვება....შარშანდელი დინამო თბილისის შემადგენლობა გაცილებით ძლიერი იყო ჩვენსაზე.
ცუდი იქნება თუ ერთ მშვენიერ დღეს "აღმოვაჩენთ" რომ გეგუჩაძის დადებითმა სამწვრთნელო ავტორიტეტმა ბათუმის დინამოს შეფობა შეცდომაში შეიყვანა და დრო დააკარგვინა, მადლობა ღმერთს ფული გაჩნდა კლუბში, ეროვნული ლიგის კვალობაზე საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელებით ივსება გუნდი, იქეთ გრანდიოზული სტადიონიც აშენდა, ნუ ალბათ ყველა იმის მოლოდინში ვართ რომ 2-3 წელიწადში ეს კლუბი ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე გავა.... მაგრამ უკვე მგონია რომ ამ წუთას ამ ყველაფრის მთავარი დამაბრკოლებელი გეგუჩაძეა, აქამდე არ ვფიქრობდი ასე მაგრამ უკვე ფაქტია მინდორზე სიტუაცია არ ლაგდება ...
ისე საქართველოს ჩემპიონატში 7 თამაშიდან 5 მატჩის ვერ მოგებასაც ხო უნდა მოხერხება ?
ბოლო ბოლო რაც არუნდა უმწვრთნელოდ იყო, მერანს, თელავს და ესეთ გუნდებს უნდა უგებდე უპრობლემოდ. მაინც გეგუჩაძეა დამნაშავე, რა უნდა გუნდში მელიავას, თევდორაძეს, ჩალაძეს,მიქაბაძესა და დვალიშვილს? აგერ 5 ფეხბურთელი ისეთი ჩამოვთვალე ვინც საჩემპიონო გუნდში არ უნდა იყოს წესით. 1/3 არის გუნდის ეს ფეხბურთელები და ძალიან ასუსტებენ გუნდს. რეინალდოს მოყვანაც დიდი შეცდომა იქნა რადგან ფორმაში ვერადავერ შევიდა,სადაცაა დამთავრდება მალე ჩემპიონატი. ვფიქრობ მაინც დინამოებს შორის გადაწყდება ჩემპიონის ბედი
ტურის ცენტრალური მატჩია, რაღაცა უფრო ვრცლად რომ დაწეროთ და მატჩი განიხილოთ არა??
რაარის ეს?!
ცოტა მეტი პროფესიონალიზმით და მონდომებით მოეკიდეთ ეროვნულ ლიგას!!!
+
ცინცაძემ კონტრ-შეტევაზე გაქცეულ სპანდერაშვილს უკნიდან წვივში ორივე ფეხი ჩაარტყა და მსაჯმა ყვითელიც არ მისცა !! მერე იძახიან რა დაბალი ტემპია ჩემპიონატშიო.. ყოველ მე-2 წუთში ჯარიმა იდება და დაბალი იქნება აბა რა იქნება !!