საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყოფილმა მცველმა ანდრო გიორგაძემ უკრაინული „კარპატი“ დატოვა. ამის შესახებ ლვოვური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
ქართველი ფეხბურთელი „კარპატიში“ მხოლოდ 6 თვე ირჯებოდა და 6 თამაში ჩაატარა. მანამდე 24 წლის გიორგაძეს მარტვილის „მერანში“, პოლტავას „ვორსკლასა“ და ჩეხეთის საფეხბურთო კლუბ „ზლინში“ უთამაშია.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მაისური კი 5-ჯერ მოირგო. სადა გააგრძელებს კარიერას ქართველი ფეხბურთელი ამ ეტაპზე უცნობია.