ფეხბურთი

19:25 | 20.07.2020 | ნანახია 996 - ჯერ

ოფიციალურად: ხოსე პერალესმა "დინამო თბილისი" დატოვა

ხოსე პერალესმა „დინამო თბილისი“ მეორედ დატოვა. ესპანელმა მეკარემ ინსტაგრამში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

„მინდა გითხრათ, რომ „დინამო თბილისთან“ კონტრაქტი შევწყვიტე. სამწუხაროა ასეთი გზით დასრულება, მას შემდეგ, რაც კარგი მომენტები და წარმატებები მქონდა კლუბში, რომელსაც ერთად მივაღწიეთ. მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს, ვინც ამ წელიწადნახევარში სიყვარული და პატივისცემა მაჩუქა. ასევე ყველას, ვინც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობში ჩემი მდგომარეობით წუხდა.

დრო მოვიდა ახალი გადაწყვეტილებების მიღების, მომავლისკენ ოპტიმიზიმით, სურვილით და ენთუზიაზმით ყურების. ვიმედოვნებ, ძალიან მალე გაგიზიარებთ ჩემს წარმატებებს“, - დაწერა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სეზონში ხოსე პერალესი „დინამო თბილისის“ შეუცვლელი ფიგურა იყო და ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარის პრიზიც გადაეცა. შემდეგ გუნდი დატოვა, მაგრამ რამდენიმე კვირაში დაბრუნდა, თუმცა როინ კვასხვაძესთან კონკურენციის გამო 2020 წლის სეზონში მოედანზე არ გასულა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:39 | 21.07.2020
დათო გურგენიძე (1264)

2011 წელს ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა თბილისის დინამოს ესპანელი მწვრთნელი და 5 ესპანელი ლეგიონერი. 2012 წლის იანვარში როცა ფიფიამ დაშალეს გუნდი ამის მერე ეს გუნდი გახდა ფიფიას ქარვასლა. როდის გაგვახარებს ფიფია და თვითონ როდის წავა თავისი ქარვასლიდან?

17:07 | 21.07.2020
lagashi (6738)

ერთი კრიტიკული შეკითხვა არ დაუსვამთ ფიფიასთვის, არც ჟურნალისტებს, არც კომენტატორებს უთქვამთ რამე და არც ფანკლუბი გამოთქვამს რაიმე პრეტენზიას..., რახანც აკადემია და ბაზა გამართა ვითომ უხერხულია კლუბის გაძლიერების მოთხოვნა.., სხვა თუ არაფერი საქართველოს ჩემპიონატს სულ ცალი ფეხით უნდა იგებდეს თბილისის დინამო, იმხელა შესაძლებლობები აქვს სხვებთან შედარებით.

09:25 | 21.07.2020
lagashi (6738)

წინა დღეებში ვჩიოდი ფიფიასეულ მიდი-მოდის და აჰაა… ერთერთი საიმედო მეკარე ვისაც საქართველოს ჩემპიონატში უთამაშია, მერე გაუშვეს.. რატომ გაუშვეს? იმიტომ რომ ჩხეტიანს კვასხვაძე მოჰყავდა…, მერე პერალესი დაიბრუნეს, რისთვის დაიბრუნეს თუ 2 კვირის წინ გაუშვეს?????.. ახლა ისევ გასაშვები გაუხდათ …. საქმისადმი როგორი პროფესიონალური მიდგომაა

19:53 | 20.07.2020
FC.BAYERN+GERMANY (10046)

თუ სლოვენიაშI ცელიე გახდება ჩემპიონი დინამო განთესიებში იქნება ლიგაზე თუ ლუბლიანა გახდა ჩემპიონი მაშIნ განუთესავი ბოლო ტურშია დარჩენილი და ცელიე -ლუბლიანაა თან თუარ წააგო ცელიემ ეგააstripslashes((strlen('https://kassiesa.net/uefa/seedcl2020.html')>0?' https://kassiesa.net/uefa/seedcl2020.html':' https://kassiesa.net/uefa/seedcl2020.html'))

22:55 | 20.07.2020
ირაკლიტო (328)

მერე არაა ეგ კაი ამბავი) ალაშკერტი განუთესავია და დინამოს რო შეხვდეს გახევს შუაზე. ფიფიანი მიყიდის რომ რამე. მაგას ოხონდ ფული ანახე და ყველაფერს იკადრებს. ხეჩიკიანი არის აგერ მაგალითი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066456
სარეკლამო ადგილი - 99
X x X