ფეხბურთი

23:18 | 19.07.2020 | ნანახია 1156 - ჯერ

"დილას" სერია გრძელდება და ლიდერობა განიმტკიცა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტური თბილისში დასრულდა, სადაც ტურის გამორჩეული დაპირისპირება შედგა, ლიდერებს, „დინამოსა“ და „დილას“ შორის.

გორელებმა სეზონი ჩინებულად დაიწყეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ აქამდე ქულები შემთხვევით სულაც არ დაუგროვებიათ. მატჩი კი საინტერესოდ წარიმართა და დრამატულიც გამოდგა.

„დილა“ პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდა და ტაიმის ბოლოს შედეგიც მოიმკა. კარგი კომბინაცია ნიკა გაგნიძემ ახლო მანძილიდან გოლით დაასრულა და გიორგი ნემსაძის გუნდი შესვენებაზე დაწინაურებული გავიდა.

მეორე ნახევარში კახა ჩხეტიანმა მოედანზე ირაკლი ბუღრიძე გამოიყვანა, რომელმაც თბილისელთა თამაში გააცოცხლა და სტუმარ მცველებს არაერთი თავსატეხი შეუქმნა. მასპინძელთათვის ცუდი ის იყო, რომ ბუღრიძეს მხარს თანაგუნდელები ვერ უბამდნენ, მარტომ კი მხოლოდ პენალტის გამომუშავება მოახერხა, რომელიც გიორგი კუციამ ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. იქამდე, 5 წუთით ადრე „დილა“ მინდორზე კაცნაკლული დარჩა, რადგან დავით მაისაშვილი გააძევეს. შესაბამისად, „დინამოს“ ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ გამარჯვების გოლი გაეტანა და ბუღრიძე ცდას არ აკლებდა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარტომ ვერაფერი გააწყო.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე კი თბილისელებმა აქეთ გაუშვეს. ნუგზარ სპანდერაშვილის ჩაწოდების შემდეგ ბურთი კარში აღმოჩნდა და მატჩის გმირი გახდა.

„დილას“ 6 ტურში 14 ქულა აქვს (4 მოგება, 2 ფრე) და ლიდერის პოზიციაზე მყარად იმყოფება. თავის მხრივ, „დინამო თბილისი“ პირველად დამარცხდა და სატურნირო ცხრილში 9 ქულით მესამე საფეხურზეა.

„დინამო თბილისი“ – „დილა“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 გაგნიძე (38), 1:1 კუცია (68, პენ), 1:2 სპანდერაშვილი (90)


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:08 | 20.07.2020
KoRBeN DaLLaS (24844)

ბათუმია მაინც ჩემპიონი. მე ვიყო ასლანას დაარსებული ბავშვთა ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი, თუ ეგრე არ მოხდეს
მაგრამ დილასაც რომ კარგი გუნდი ჰყავს და კონკურენციაშია, ეს მიხარია.
პ.ს. მეგონა დროგბა შემოგვივლიდა საიტზე ))

12:27 | 20.07.2020
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

გისმინოს ღმერთმა მაგრამ ამ მწვრთნელი ს ხელში შენ უფრო გახდები სამხატვრო ხელმძღვანელი ვიდრე ჩვენ ჩემპიონები

03:43 | 20.07.2020
alfadhirhaiti (7530)

კუცია ნაკრებში.

00:48 | 20.07.2020
lagashi (6738)

როცა კლუბში ფეხბურთელი მოგყავს და 6 თვეში უშვებ, და ამას აკეთებ არაერთხელ.... რა ახსნა აქვს ასეთ მოქმედებებს? თუ ფეხბურთელმა ვერ გაამართლა ხომ უნდა მიხვდე რომ სკაუტია თუ ვინცაა- არ გივარგა და გააგდო, და უკეთესი ფეხბურთელი მოიყვანო... ჩაძირული კოლხეთიდან უშრომელად ჩაუვარდათ კოვტალიუკი და 3 თვეში გაუშვეს...., 3 თვეში გაუშვეს და ახლა გორშია, ამ წუთას ჰყავს ფიფიას უკეთრსი ფორვარდი?!

00:58 | 20.07.2020
mjgiri (8951)

რა ფორვარდი კოვტალიუკია? წინა წელს იყო კუტალია და ერთი დონეა.
თუ უფრო მაღალი დონე უნდა კლუბს,სხვა კალიბრის მოთამაშეებია საჭირო.
მთავარი მაინც ისაა,რომ კლუბი უნდა ჩამოყალიბდეს ერთ მიმართულებაში განვითარებაზე

01:23 | 20.07.2020
lagashi (6738)

ოდა მანდ ვარ მეც..არ ჩამოყალიბდა რა უნდა, გაახალგაზრდავება?! ლეგიონერებზე აწყობა? გამოცდილი ფეხბურთელების შეკრება?! ... კოვტალიუკი არ იყო მოსაწონი? კი ბატონი, პასუხი არ მოსთხოვა სკაუტს თუ ვინცაა ამ სფეროში? რად მომითრიეო? ან თუ დაითხოვეს, მასზე უკეთესი არ უნდა მოეძებნა? იგივე ვარიანტი გაითამაშეს კარიკარზეც, მოიყვანეს და გაუშვეს.., იგივე მჭედლიძეზე, თუ არ ედინამოებოდა და დროებით მოვიდა რომელი დამსახურებისთვის ჩააცვეს ფორმა? , გაუშვეს კუტალია მოიყვანეს გაბედავა-რამე შეიცვალა? მარტო ლიტოვჩენკოს და პერალესის მაგალითებიდან ჩანს მაქაური ბარდაკი-გაუშვეს, დააბრუნეს, გაუშვეს.

23:51 | 19.07.2020
mjgiri (8951)

ფიფიას რას გადაეკიდეთ?ერთადერთი ნორმალური აკადემია საქართველოში ფიფიამ გააკეთა

00:41 | 20.07.2020
lagashi (6738)

ვიცით, ვიცით. აკადემია, სტადიონი, სხვა ინფრასტრუქტურა-ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა, მაგრამ ამდენი შესაძლებლობების მერე ასეთი საცოდავი კლუბი უნდა ჰყავდეს?!!! თუ მხოლოდ აკადემიაა მისი სამიზნე მაშინ კლუბის მმართვა სხვას დაუთმოს და ჰქონდეს აკადემია კაცო..., დავიჯერო მოგწონს ის ბარდაკი რაც მენეჯმენტში არის? რას ჰგავს ამდენი ფეხბურთელის მოსვლა-წასვლა?

00:55 | 20.07.2020
mjgiri (8951)

ფინანსებზე ყველაფერი.
მეორე საფეხბურთო მენეჯმენტი საქართველოში პრინციპში არ არის განვითარებული,სწორი ადამიანი კი უნდა იპოვოს,მაგრამ ვინ?

23:44 | 19.07.2020
ირაკლიტო (328)

სანამდე დინამო ნამდვილი ქართული გუნდი არ გახდება და არ მოიშორებს ამ რუსულს ასოს ლოგოდან მანამდე გმერთი შანსი არაა რო რამე მიცეს. ფიფია გასაგებია ფულის გამო დედ მამას გაყიდის მაგრამ ამით ვერასდროს გაიხარებ. გაუმარჯოს დილას ნამდვილ ქართულ პატრიოტულ გუნდს. მიაწექით ბიჭებო. ძალიან სამწუხაროა რო ევროთასებზე არ ხართ და ვის იმედზე ვართ იქ რა გვეშველება

23:44 | 19.07.2020
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

სურათზე სპანდერაშვილია გოლის ავტორი ტექსტში კოვტალიუკი?!

23:43 | 19.07.2020
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

ყოჩაღ დილა!!! ყოჩაღ ნემსაძე!!! აი ასეთი ჯიგრიანი მწვრთნელი მინდა ჩვენს გუნდში,კაცი მზად იყო მინდორზე გავარდნილიყო

23:39 | 19.07.2020
რაჭა (10043)

მადლობა ნემსაძეს და დილას მთლიანად....დაგვანახეს ჩვენი გუნდის უნიათობა მენეჯმენტიან მწვრთნელიან ფეხბურთლებით დამთავრებული

23:29 | 19.07.2020
lagashi (6738)

საინტერესოა ფიფიას მიმართ როდის დაისმევა კრიტიკული შეკითხვები...

0.120512