"ლევერკუზენი" მზადაა ჩეხეთის ეროვნული ნაკრების და "რომას" თავდამსხმელი პატრიკ შიკი დაიმატოს. როგორც Bild-ი იუწყება, "ბაიერი" იტალიელებთან მოლაპარაკებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
გერმანული გამოცემის ინფორმაციით, "ლევერკუზენის" კონკურენტი "ლაიპციგია", რომელმაც გასულს სეზონში შიკი ინათხოვრა და გუნდის თავკაცმა გადაწყვიტა იულიან ნაგელსმანმა გადაწყვიტა კლუბმა მეორედ, კვლავ იჯარის წესით დაიმატოს ჩეხი. თუმცა Bild-ი იუწყება, რომ "ბაიერი" მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ "მგლებს" 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.
შიკი "რომამ" 2018 წელს "სამპდორიადან" 42 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. ჩეხმა იტალიური გუნდის მაისურით 58 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა. გასულ სეზონში "ლაიპციგის" მაისურით 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 10-ჯერ გამოიჩინა.