საქართველოს ნაკრების კალათბურთელები თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ.
აჟიოტაჟი და რეაქცია, რომელიც შენგელიას რუსულ გუნდში გადასვლას მოჰყვა, მისი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მათ თორნიკეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
შენგელიას მხარდამჭერი განცხადებები სხვებთან ერთად მანუჩარ მარკოიშვილმა, ვიქტორ სანიკიძემ, გოგა ბითაძემ და გიორგი ცინცაძემ გაავრცელეს.
შეგახსენებთ, შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან გუშინ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა.