ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორკონეს გარდაცვალება მუსიკალურის გარდა, სპორტულმა საზოგადოებამაც სათანადოდ აღნიშნა. გუშინ და გუშინწინ, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები ენიო მორიკონეს კომპოზიციების ფონზე გაიხსნა და ამ გზით მიაგეს პატივი დიდ მუსიკოსს.
/bms1.adjarabet.com/place/75-90
სხვათა შორის, ენიო მორიკონე მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ცხოვრება აშშ-ში მოღვაწეობდა, ყოველთვის დაინტერესებული იყო ფეხბურთით და იტალიაში საფეხბურთო მატჩებზე არაერთხელ შეუნიშნავთ. თუმცა, გამორჩეულად საყვარელი კლუბი მაინც არასოდეს ჰყოლია.
ენიოს ფეხბურთთან მნიშვნელოვანი გადაკვეთა მოხდა 1978 წელს, როდესაც არგენტინაში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ჰიმნი სწორედ ამ დიდმა კომპოზიტორმა დაწერა. საერთო შეფასებით, აღნიშნული კომპოზიცია ითვლება მუნდიალის ჰიმნებს შორის საუკეთესოდ. ამ კომპოზიციაში ამერიკელი ინდიელების უძველესი ეროვნული საკრავებიცაა გამოყენებული.
https://www.youtube.com/watch?v=hCQdUFhc1P8&feature=emb_title