კატალონიის “ბარსელონას“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქომაგი, ებრაული წარმოშობის მოდელი ბარ რაფაელი ამბობს, რომ კორონავირუსის გამო არსებული პანდემიის შემდეგ განახლებულ ესპანეთის ჩემპიონატს ვერაფერი გაუგო და საყვარელი კლუბის თამაშს მხოლოდ ერთხელ და ისიც არასრულად უყურა.
ბარ რაფაელის თქმით, თავიდან ეგონა, რომ უქომაგო პრიმერა დივიზიონი მაინც საინტერესო საყურებელი იქნებოდა, თუმცა მწარედ შეცდა, რადგან აღმოჩნდა, რომ ლეგენდარულ “კამპ ნოუზე“ შეკრებილი ინჩასობა თამაშის ხარისხისთვის მეორეხარისხოვანი არ ყოფილა და დიდწილად განსაზღვრავდა მატჩის ემოციურობასაც.
ებრაელი მდელი იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო საფეხბურთო სეზონში გათვალისწინებული იქნება ყველაფერი და სტადიონის ტრიბუნებზე ქომაგები დაბრუნდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებული მოდელი უბრალოდ არ აპირებს ფეხბურთის ცქერას და მასსავით ქომაგთა მრავალათასიანი არმია ფიქრობს.