მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი იმედოვნებს, რო დავიდ ალაბა კონტრაქტს გაახანგრძლივებს. გერმანელი სპეციალისტი ავსტრიელს მნიშვნელოვან მოთამაშედ თვლის და გუნდიდან მისი წასვლის წინააღმდეგია.
„დავიდი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ცენტრალური ნაწილია, ის არის მსოფლიო დონის ელემენტი მოედანზე და მის გარეთ. ყოველთვის ძალიან პოზიტიურია და გუნდს სტიმულს აძლევს. იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას. არც ისე ხშირია ფეხბურთელების ერთ კლუბში კარიერის დასრულება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დავიდთან ეს შემთხვევა იქნება“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, დავიდ ალაბა „ბაიერნის“ მთავარ გუნდში 2009 წლიდან თამაშობს და 382 მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი. ავსტრიელს „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი გაისად ეწურება და გავრცელებული ინფორმაციით, კარიერის ესპანეთში გაგრძელება სურს.