ფეხბურთი

12:16 | 4.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

რობენის შემდეგ სნეიდერიც? - ვესლის მშობლიური ქალაქის გუნდი იწვევს

არიენ რობენის შემდეგ შესაძლოა საფეხბურთო კარიერა კიდევ ერთმა ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, ვესლი სნეიდერმა განაახლოს. „ინტერისა“ და „რეალის“ ყოფილ ნახევარმცველს „უტრეხტი“ იწვევს.

იმ ქალაქის გუნდი, სადაც ვესლი დაიბადა, თუმცა კარიერის განმავლობაში ამ კლუბში არასდროს უთამაშია.

„ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ვესლის ახალ აქვს დრო გადაწყვიტოს, მოსწონს თუ არა ეს იდეა. შთაგონებული და კარგ ფორმაში მყოფი სნეიდერი რა თქმა უნდა, „უტრეხტისთვის“ ყოველთვის საინტერესოა“, - თქვა ნიდერლანდური კლუბის სპორტულმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, ზუსტად ერთი კვირის წინ არიენ რობენმა მშობლიურ „გრონინგენთან“ 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სნეიდერს რაც შეეხება, კარიერა 2019 წელს ყატარულ „ალ-გარაფაში“ დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111836