ფეხბურთი

21:48 | 27.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვერნერი „ლაიპციგის“ საუკეთესო მეგოლე გახდა

გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო, 34-ე ტურში, სტუმრად „აუგსბურგთან“ მატჩში (1:2), „ლაიპციგის“ შემტევმა, ტიმო ვერნერმა, დუბლი შეასრულა, ჯამში 94 გოლი მოუგროვდა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდა. მანამდე ლიდერი დანიელ ფრანი გახლდათ (93).

ვერნერი „ლაიპციგში“ „შტუტგარტიდან“ 2016 წელს გადავიდა 14 მილიონ ევროდ. მიმდინარე სეზონში 24 წლის თავდამსხმელმა ბუნდესლიგის 34 მატჩში 28 ბურთი გაიტანა და რვა საგოლე პასი შეასრულა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ტიმო ლონდონის „ჩელსიში“ გადავა. კლუბები უკვე შეთანხმებულები არიან. ტრანსფერის ფასი 53 მილიონი ევროა.

0.121