„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელის პირველი ჰეთ-თრიქი პრემიერლიგაში 2013 წლიდან მოყოლებული. უცნაურია, მაგრამ ასეა.
„შეფილდ იუნაიტედთან“ ენტონი მარსიალმა სამი გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (3:0).
მარსიალი „მანჩესტერის“ პირველი ფეხბურთელია 2013 წლის შემდეგ, რომელმაც პრემიერლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ბოლოს მსგავსი მიღწევით რობინ ვან პერსი გამოირჩა, როდესაც მანკუნიანელებს ჯერ კიდევ ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი წვრთნიდათ.
ისიც ვთქვათ, რომ თავად მარსიალისთვისაც ყველა ტურნირის ჩათვლით „მანჩესტერის“ რიგებში პირველი ჰეთ-თრიქი გამოდგა.