ფეხბურთი

22:34 | 14.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მნიშვნელოვანი ფეხბურთელია" - ნიკოლიჩი კვირკველიას შესახებ

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მარკო ნიკოლიჩმა „ტამბოვთან“ სპარინგი შეაფასა, რომელშიც სოლომონ კვირკველიას არ უთამაშია. სერბმაც, ქართველის შესახებ ზოგადი კომენტარი გააკეთა, მაგრამ მაინც ნიშანდობლივია, რადგან საჯაროდ პირველად ახსენა ჩვენებური.

„ტამბოვთან“ მატჩზე ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან სავარჯიშო ხასიათი ჰქონდა. მთავარია რა მოხდება კვირას, „ორენბურგთან“. დღეს ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა: ჟემალეტდინოვი, ძმები მირანჩუკები, კვირკველია, თუმცა ვინც მოედანზე იყვნენ, მათაც კარგად ითამაშეს.

ახლა არ გვაქვს იმის დრო, რომ სათამაშო სისტემა შევცვალოთ, ამიტომ ძველი ფეხბურთი უნდა შევინარჩუნოთ და მასში გარკვეული ცვლილებები შეივტანოთ. ცვლილებების დრო დადგება, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ“, - თქვა ნიკოლიჩმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერლიგა 21 ივნისს განახლდება, მოსკოველები „ორენბურგს“ შეხვდებიან. „ლოკომოტივი“ 22 ტურის შემდეგ 41 ქულით მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130818