ბერლინის „ჰერტამ“ ლიონის „ოლიმპიკიდან“ ლუკას ტუსარტის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც ბერლინელთა განცხადებაშია ნათქვამი, ფეხბურთელი ჯერ კიდევ იანვარში შეიძინეს, მაგრამ სეზონის ბოლომდე „ლიონში“ დარჩენის უფლება მისცეს. ფრანგი გერმანულ გუნდს ოფიციალურად 1 ივლისიდან შეუერთდება.
აღსანიშნავია, რომ ლიგა 1-ის სეზონი კი დასრულდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე „ლიონს“ „იუვენტუსთან“ აგვისტოში საპასუხო მატჩი აქვს სათამაშო, სადაც ტუსარტი მის რიგებში აღარ იქნება.
ტურინელებთან ფრანგებმა პირველი მატჩი სწორედ ლუკას ტუსარტის გოლით, 1:0 მოიგეს.