რუსი გულშემატკივარი სვეტა ბილიალოვა საქვეყნოდ ცნობილი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გახდა, რომელსაც მისი სამშობლო მასპინძლობდა. მომხიბვლელმა სვეტამ რომ იტყვიან, ათიანში გაარტყა და ზუსტად გათვალა პოპულარობას რა მოუტანდა.
მუნდიალის მატჩების დროს სვეტა ტრიბუნებზე ბიუსჰალტერის გარეშე გამჭვირვალე თეთრი მაისურით ჩნდებოდა და ირგვლივ მყოფთ მოედნისკენ გახედვაც აღარ უნდოდათ.
ახლა, ორი წლის თავზე მისი პოპულარობა იმდენად გაიზარდა, რომ ინსტაგრამში გამომწერთა რაოდენობა უკვე 6.2 მილიონ ადამიანს აღწევს და ისიც მიმდევრებს მოსაწყენად დროს არ უტოვებს. მეტსახელიც შეარქვეს - „ინსტაგრამის სენსაცია“.