როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლეგენდარული იტალიელი მობურთალის ფრანჩესკო ტოტისა და მის მეუღლეს, ყოფილ მოდელ ილარი ბლაზს შორის “კატამ გაირბინა“, თუმცა ეს კატა განსხვავებით ცნობილი გამოთქმისა, ამჯერად სულაც არ ყოფილა შავი.
ამ გაგანია ჟამიანობისას ილარის სახლში კატა მიუყვანია, რომელიც ძალიან თავხედი ვინმე გამოდგა, ცოლ-ქმარს საწოლშიც კი უხტებოდა და როგორც ფრანჩესკო ტოტიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ცოლთან კონფლიქტიც მოუვიდა ამ გადარეულ და უცნაურ კატასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ ილარი ბლაზი კატის სახლში დატოვებას ბოლომდე ითხოვდა, ფრანჩესკომ მაინც გაიტანა თავისი და ეს ნახევრად ველური არსება ეზოში გაამწესეს. ახლა ის დრო ნამდვილად არაა, სახლში შეკეტილი “იმპერატორი“ გაბრაზდეს. მით უმეტეს, თუკი ეს გაბრაზება მოსიყვარულე ცოლთან ურთერთობას უკავშირდება...