მადრიდის „ატლეტიკო“ მაურო იკარდის ტრანსფერს მიუბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.
როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა წერს, დიეგო სიმეონე უკვე დაუკავშირდა ვანდა ნარას, რომელიც იკარდის მეუღლეცაა და აგენტიც.
არგენტინელი ფორვარდი პსჟ-ში ირჯება, თუმცა იჯარით და ფრანგები მის გამოსყიდვას არ აპირებენ. „ინტერში“ დაბრუნებას კი არც თავად ფეხბურთელი გეგმავს და არც მილანელებს აქვთ იგივე სურვილი.
„ატლეტიკოს“ გარდა, იკარდით ტურინის „იუვენტუსიც“ გახლავთ დაინტერესებული.