ფეხბურთი

21:47 | 15.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაიან გიგზი: "2003 წელს "მანჩესტერის" დატოვებასთან ახლოს ვიყავი"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ რაიან გიგზმა Sky Sports-თან საუბარში გაიხსენა, რომ 2003 წლის ზაფხულში მილანის “ინტერში“ გადასვლა შეეძლო, მაგრამ „წითელი ეშმაკების“ დატოვება არ უნდოდა.

„2003 წელს ბექჰემმა დაგვტოვა და იყო საუბარი ჩემი „ინტერში“ გადასვლაზე. ალბათ ეს იყო მომენტი, როცა ყველაზე ახლოს ვიყავი „მანჩესტერის“ დატოვებასთან, მაგრამ მე არასდროს მინდოდა გუნდიდან წასვლა. ჩემთვის ყოველი სეზონი ახალი გამოწვევა იყო, ვიყავი იმ გუნდის ნაწილი, რომელიც მიყვარდა“, - თქვა გიგზმა.

შეგახსენებთ, რომ უელსელი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 1990-2014 წლებში თამაშობდა და 963 შეხვედრაში 168 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065535