კორონავირუსის გამო გამწვეული გლობალური პანდემიის ჟამს იმდენი სპორტული თუ არასპორტული საერთაშორისო ღონისძიება შეჩერდა, გაუქმდა და გადაიდო, რომ ამ გრანდიოზულ ოცობოდიაში ყველას მიგვავიწყდა ერთი დიდებული კონკურსი, რომელიც სპორტსაც უკავშირდება და სამოდელო ბიზნესსაც.
საუბარია ჩვენს მიერ არაერთგზის მოყოლილ და განხილულ გავაგანიერ ქალთა კონკურს “მის ბუმ ბუმ“-ზე, რომელიც ახალი წესების მიხედვით ბრაზილიაში უკვე წელიწადში ორჯერ იმართება და მასში მონაწილეობას ცნობილი სპორტსმენების გულისსწორთა გარდა, სხვადასხვა საფეხბურთო ნაკრებებისა და კლუბების თილისმად სახელდებული ასულნიც იღებენ.
“მის ბუმ ბუმ“-ის ორგანიზატორები როგორც ჩანს ნამეტანი ჯიუტი და შეუვალი ხალხია, რომლებიც ამბობენ, რომ ჯერჯერობოთ ოფიციალურად არ აპირებენ ივნისში დაგეგმილი კონკურსის შესარჩევი ეტაპის გადადებას და იმედი აქვთ, რომ იმ დროისათვის პანდემია მთელს მსოფლიოში იქნება დაძლებული. ეს თუ ასეა და გავაგანიერ ქალთა კონკურსის ორგანიზატორებმა სხვებზე მეტი იციან, აბა რაღა გვიჭირს მეგობრებო!