თამაშგარე

14:27 | 30.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუმ კარანტინი ისევ დაარღვია

მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუ და მისი შეყვერებული კარანტინის დარღვევისთვის კრიტიკის ობიექტები რამდენიმე დღის წინ გახდნენ, ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა თავის მეწყვილესთან ერთად კარანტინი კიდევ ერთხელ დაარღვია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები თუ როგორ სეირნობენ ქუჩაში პორტუგალიელი და მისი შეყვარებული ბავშვებთან ერთად.

მოგეხსენებათ, პორტუგალიაში კორონავირუსის პანდემიის გამო, კარანტინია გამოცხადებული. მოქალაქეებს შინ ყოფნასა და მხოლოდ აუცილებელ საყიდლებზე გასვლისკენ მოუწოდებენ. რონალდუმ და ჯორჯინამ თავადაც მხარი დაუჭირეს ამ ინიციატიაავას. მაგრამ, როგორც ჩანს წყვილს სახლში დარჩენა მობეზრდა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ დროებით პორტუგალიაში დარჩა და იტალიაში არ დაბრუნდა, სადაც მის სამ თანაგუნდელს, დანიელე რუგანის, ბლეზ მატიუიდსა და პაულო დიბალას კორონავირუსი აღმოაჩნდათ.

0.12212