მადრიდის "რეალის" მეკარემ კეილორ ნავასმა კოსტა რიკაში კორონავირუსთან საბრძოლველად 200,000 ევრო გაიღო. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. ნავასი სამშობლოში უკვე გაემგზავრა და ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციით ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.
კოსტა რიკაში კორონავირუსის 295 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო ორი ადამიანი გარდაიცვალა. მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები 199 ქვეყანაში გამოავლინეს, ხოლო ყველაზე მეტადაა გავრცელებული ამერიკის შეერთებულ შტატებში (123,780).