ფეხბურთი

10:57 | 29.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ჩემპიონატში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ავსტრალიის უმაღლესი დივიზიონის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა ეს პირველი შემთხვევაა ავსტრალიის პროფესიონალ ფეხბურთელთა შორის. ვირუსით დაინფიცირდა "ნიუკასლ ჯეტსის" ფეხბურთელი, რომლის ვინაობაც არ სახელდება. აღნიშნული მოთამაშე A ლიგაში ბოლოს "ბრიზბენსა" და "მელბურნ სიტისთან" შეხვედრებში იღებდა მონაწილეობას.

"ნიუკასლ ჯეტსის" აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით ფეხბურთელს სიმპტომები არ აქვს და თავს კარგად გრძნობს. ახლა ფეხბურთელი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება, ხოლო დირექტორის განცხადებით დანარჩენ გუნდს თვითიზოლაციაში ყოფნა არ მოუწევს. ავსტრალიაში საფეხბურთო ჩემპიონატები 22 აპრილამდეა შეჩერებული.

0.118114