საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის „ლეგიას“ ფეხბურთელმა ვაკო გვილიამ განაცხადა, რომ ყოველდღიურად განვითარდეს და მისი მიზანია იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე გუშინ.
„ყოველდღე ვშრომობ, რომ განვითარდე და უფრო მაღალ დონეზე ვითამაშო. თებერვალი და მარტი კარგი გამომივიდა, რაც შეეხება სათამაშო პოზიციას, შემიძლია ექვსი, რვა ან ათი ნომრის პოზიციაზე ვითამაშო, მაგრამ ვინგერადაც მითამაშია. ნებისმიერ შემთხვევაში, მწვრთნელი თუ გადაწყვიტავს, რომ მეკარე უნდა ვიყო, ესეც არაა პრობლემა, მაგრამ ჩემი საყვარელი ფუნქცია Box-to-Box-ია.
დიახ, ამ სეზონში კარგი სტატისტიკა მაქვს, მაგრამ უკეთესიც შეიძლება, მინდა, რომ ჩემი საუკეთესო ვერსია მოედანზე, რაც შეიძლება მალე იხილოთ. მთავარი კი „ლეგიასთან“ ერთად ტიტულების მოგებაა და სეზონს თუ დუბლით დავასრულებთ, რაც შეგვიძლია, ბედნიერი ვიქნები მიუხედავად პირადი სტატისტიკისა, თუ რამდენ გოლს გავიტან ან საგოლე პასს გავაკეთებ. ჩემი მიზანია დღეს იმაზე უკეთესი ვიყო, ვიდრე გუშინ.
Transfermarkt-მა 2 მილიონ ევროდ შემაფასა, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ, ცოტა ხნის წინ 1 მილიონი იყო ჩემი ფასი და არ მიმაჩნია, რომ ამ მოკლე პერიოდში გაორმაგდა. მთავარი შეფასების წყარო მოედანია და არა Transfermarkt-ი. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ ფასი მაღალია, მაგრამ ფეხბურთს ფული არ თამაშობს“, - აღნიშნა ვაკომ.
მიმდინარე სეზონში გვილიას ყველა ტურნირის ჩათვლით 36 თამაში აქვს ჩატარებული და 4 გოლი გაიტანა, ხოლო რამდენჯერმე თანაგუნდელებს საგოლე პასით დაეხმარა.