მადრიდის მთავრობამ ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა დიდი რაოდენობის გამო საციგურაო დარბაზი პროზექტურად გადააკეთა. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ტელეკომპანია CNN- ავრცელებს.
ადმინისტრაციის განცხადებით “Palacio de hielo-ს“ დარბაზს დროებით გარდაცვლილთა სხეულების შესანახად გამოიყენებენ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსს თითქმის მთელი მსოფლიო ებრძვის, თუმცა ესპანეთში ამ დროისთვის 42 058 დაინფიცირებული და 2991 გარდაცვლილია. ჩინეთის, იტალიისა და აშშ-ს შემდგომ, დაინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი მე-4 ადგილზეა.