თამაშგარე

11:21 | 24.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვანდა ნარა პანდემიურ კაეშანშია

ოხერი რამაა პანდემია. გარდა იმისა, რომ ჩვენს ჯანმრთელობას ემუქრება, პანდემიისას სახლში შეკეტილი ადამიანები ხშირად იღლებიან ერთურთის ქცევით და სწორედ ამ პანდემიის დასრულების შემდეგ მაგალითად მრავალმა ათასმა ჩინელმა წყვილმა შეიტანა განცხადება დაშორების შესახებ.

როგორც ჩანს ასეთივე რთული ჟამი უდგას ათას დარდზე გადანახტომ ქალბატონ ვანდა ნარას, რომელიც თავის მესამე ქმართან, არგენტინელ მაურო იკარდისთან და შვილებთან ერთად თვითიზოლაციაშია შეკეტილი და მისი ესოდენი აქტიურობის სურვილი სოციალურ ქსელებში კომენტარების წერითღა შემოიფარგლება.

ვანდა ნარა წერს, რომ დაიღალა ასეთი მძიმე რეალობით და აღარც მაუროს კოკობზიკობის თავი აქვს. ეს კი სხვა არაფერია თუ არა კორონავირუსის მძლავრობის ჟამის გულისგატეხვა და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ ვაგლახის დასრულების შემდეგ, ვანდასა (რომელიც მაუროსთვის ცოლის გარდა საფეხბურთო აგენტიცაა) და არგენტინელი მობურთალის ურთიერთობებიც დასრულდეს.

თეგებივანდა ნარა
0.114296