სხვა

14:06 | 19.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰარუ ბაშო: ტოჩინოშინი ჩიიომარუსთან დამარცხდა (+VIDEO)

ჰარუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიიომარუს დაუპირისპირდა და ცუკიოტოშის ილეთით, ძალიან მარტივად წააგო.

ეს აღნიშნული წყვილის მე-4 დაპირისპირება იყო და ქართველთან ურთიერთშეხვედრებში 28 წლის მეტოქემ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ამრიგად, ტოჩის გაზაფხულის პირველ სუპერტურნირზე 5 მოგების საპირისპიროდ 7 მარცხ აქვს და დადებითი ბალანსის დაფიქსირების თეორიულ შანსს კვლავ ინარჩუნებს, ამისთვის ქართველმა სუმოისტმა დარჩენილი 3 ბრძოლიდან ყველა უნდა მოიგოს.

აქვე გეტყვით, რომ ლევანი ხვალ მე-13 მაეგაშირა კოტოშოგიკუს შეხვდება, რომელთანაც აქამდე 34 ბრძოლა აქვს გამართული და 10 მოგების წილ 24 მარცხი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124041