შვედური „გიოტებორგის“ რიგებში გიორგი ხარაიშვილმა სეზონის ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. შვედეთის თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩვენებურის გუნდი „სოლენტუნას“ ესტუმრა და 2:0 აჯობა.
გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა და 21-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ხარაიშვილმა წინა ტურშიც შეძლო შვედეთის თასზე გატანა.
„გიოტებორგი“ კი მესამე ტურში 7 მარტს „სირიუსს“ საკუთარ მოედანზე დაუხვდება.