ფეხბურთი

21:26 | 28.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალისონი ევროპაში საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად დაასახელეს

Samba Foot-მა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" მეკარე ალისონ ბეკერი ევროპაში 2019 წლის საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად დაასახელა. აღნიშნულ ჯილდოს ბრაზილიური გამოცემა ფეხბურთელებს 2010 წლიდან გადასცემს.

გასულ წელს ალისონმა "მერსისაიდელებთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კი - კოპა ამერიკა. ბეკერი გასულ სეზონში პრემიერლიგის, ჩემპიონთა ლიგის და კოპა ამერიკის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. ასევე, ალისონი 2018/19 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გუნდში შეიყვანეს.

Samba Foot-ის გამარჯვებულები:

2019: ალისონ ბეკერი ("ლივერპული")

2018: რობერტო ფირმინო ("ლივერპული")

2017: ნეიმარი (პსჟ)

2016: ფილიპე კოუტინიო ("ლივერპული")

2015: ნეიმარი ("ბარსელონა")

2014: ნეიმარი ("ბარსელონა")

2013: ტიაგო სილვა (პსჟ)

2012: ტიაგო სილვა (პსჟ)

2011: მაიკონი ("ინტერი")

2010: ლუის ფაბიანო ("სევილია")

0.106302