კალათბურთი

0:09 | 24.02.2020 | ნანახია 2904 - ჯერ

ილიას ზუროსი: "ბედნიერი ვარ, რომ ახალი თაობის შერწყმის პროცესი კარგად მიმდინარეობს"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სერბეთის ნაკრების ძლევის (94:90) კომენტარი გააკეთა. ბერძენმა სპეციალისტმა როგორც შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, ახლაც ყურადღება გაამახვილა, რომ მთავარი შედეგი არაა.

„პირველ რიგში მინდა ჩემს კალათბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს ეს გამარჯვება მივულოცო. ძნელია ასეთ მოკლე დროში მატჩებისთვის მომზადება, რამდენიმე დღე გვქონდა ვარჯიშების ჩასატარებლად. სერბეთი ჯგუფის ფავორიტია და საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს.

ჩვენთვის კი, მთავარი გამარჯვება არაა, არამედ გამოცდილება, რომელსაც ახალგაზრდა მოთამაშეები იღებენ. ეს შესარჩევი ციკლი ჩვენთვის ფინალური ეტაპისთვის მოსამზადებელი პროცესია. საქართველოს ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდება და ახალი თაობა მოდის, ბედნიერი ვარ, რომ ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტ 2021-ზე თამაშის უფლება მოპოვებული აქვს და შესარჩევ ეტაპზე ფორმალურად ასპარეზობს, სადაც მორიგ მატჩს 27 ნოემბერს ფინეთში ჩაატარებს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:01 | 24.02.2020
maestro10 (13745)

ანდრონიკაშვილი კი თამაშობს ნაკრებში მაგრამ მაგის მომავალი მაქსიმუმ სუპერლიგაში თამაშია

11:57 | 24.02.2020
berodaviti (4285)

ეს გამარჯვება პირწმინდად მაკფადენისაა !

08:55 | 24.02.2020
temo11 (1791)

ეხლა ის პროფესორები დამენახეთ ზუროსი ბანძიაო რომ იძახდით,თუ ეხლა გახდა მაგარი

07:06 | 24.02.2020
Homerson (108)

ყოჩაღ ზუროსს! ამ შემადგენლობით გუნდის შეკვრა და სერბეთთან მოგება მწვრთნელის მაღალ დონეზე მეტყველებს. Keep it

06:52 | 24.02.2020
ben10 (575)

ახალი სისხლი ბერიშვილი და ბოქოლიშვილია?! თუ ლონდარიძე?! ან ტურძილაძე, კორსანტია და ანდრონიკაშვილი? ნუ მიწყენთ და ამათგან, მხოლოდ ამ უკანასკნელმა შეიძლება გაქაჩოს, ისაც სუპერლიგიდან თუ წავა..

11:10 | 24.02.2020
giogobi (197)

სხვა, უკეᲗესი კალაᲗბურᲗელები გვყავს და არ გამოიᲫახა? ᲨევᲗავაზოᲗ. დაწერე ვინ უნდა ᲨევᲗავაზოᲗ

08:57 | 24.02.2020
temo11 (1791)

ალბათ არ უყურებ კალათბურთს თორემ მაგას არ იტყოდი, ტურძელაძე ძალიან კარგია, ძალიან, ამას დაამატე რამოდენიმე ახალაზრდა და გუნდია, ტურძელაძემ გუშინ თავისი საქმე გააკეთა, ბოქოლიშვილმაც მშვენიერი დაცვა ითამაშა(ალბათ ხვდები მის მისიას გუნდში)ბერიშვილმა კი თავისი 3 ქულიანით რაც გააკეთა კი ხედავ,როცა საჭირო იყო იმ დროს ჩააგდო, აი მე ვთვლი რომ დუდა სანაძე არის ყველაზე სუსტი რგოლი

20:22 | 24.02.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

ყველაზე სუსტის რა გითხრა, მაგრამ რასაც ველით სანაძისგან იმის ნახევარსაც ვერ ქაჩავს.

03:32 | 24.02.2020
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ფანტასტიკური გამარჯვება ფანტასტიკური მაგრად გაახარეთ ყველა მადლობა ბერძენს გოგა შენგელია დაემატოს და ძაან საინტერესო ამბები იქნება ევროპის ჩემპიონატზე თბილისში

01:28 | 24.02.2020
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

ლონდარიძე ნაკრების თილისმაა

0.072511