საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირს პირველ წრეში (1/16-ფინალი) ლიეტუველ რიკარდას ბერანკისს შეხვდება. ამ დროისთვის ლაი რეიტინგში ბერანკისი 62-ე ადგილზეა, ხოლო ბასილაშვილი 29-ზე.
ქართველი და ლიეტუველი ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ - 2014 წელს ბუქარესტში ბერანკისმა თიხის საფარზე დაამარცხა ნიკოლოზი, ხოლო იმავე წელს ანდრიას ჩელენჯერზე ბასილაშვილმა ტრავმის გამო შეწყვიტა თამაში.
ბასილაშვილმა გასულ წელს დუბაიში ორი მატჩი მოიგო და შესაბამისად ქულები აქვს დასაცავი. იმ შემთხვევაში თუ ქართველი პირველ წრეს დაძლევს, მერვედფინალში რობერტო ბაუტისტა აგუტსა და იან-ლენარდ შტრუფს შორის საუკეთესოს შეხვდება. გასულ წელს ზუსტად ესპანელს მოუგო მეორე მატჩი ქართველმა, ხოლო პირველ შეხვედრაში ინდოელი რამკუმარ რამანათარი დაამარცხა.
ტურნირის საპრიზო ფონდი 2,950,420 დოლარია. პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩია, ხოლო მეორე ნომერი - სტეფანოს ციციპასი. თუ ბასილაშვილი ქულების დაცვას მოახერხებს, მესამე წრეში დიდი ალბათობით ბერძენთან მოუწევს შეხვედრა.