ინგლისური „ლივერპული“ პრემიერლიგაში დაუმარცხებლად რომ ასპარეზობს ყველასთვის ცნობილი ამბავია. „წითლების“ მთავარ მწვრთნელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ 10 წლის გულშემატკივარმა დარაგ კარლიმ წერილი გაუგზავნა, რომლის მეშვეობით მომდევნო მატჩში დამარცხება სთხოვა.
გერმანელმა დარაგს უპასუხა და უთხრა, რომ ამ სურვილს ვერ შეუსრულებს, თუმცა ეს ფეხბურთისადმი მის დამოკიდებულებას ვერ შეცვლის.
„ძვირფასო იურგენ, მე მქვია დარაგი, ვსწავლო გლენსვილის სოკაში. მე ვარ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარი და გწერთ, რადგან „ლივერპული“ ძალიან ბევრ თამაშს იგებს. კიდევ ცხრა თამაშს თუ მოიგებთ, ეს საუკეთესო დაუმარცხებელი სერია იქნება ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში. „იუნაიტედის“ გულშემატკივრისთვის კი ეს ძალიან სამწუხაროა. შესაბამისად, გთხოვთ,რომ „ლივერპულმა“ შემდეგი თამაში წააგოს. თქვენ უბრალოდ სხვა გუნდს უნდა დაუთმოთ ქულები. იმედია მოვახერხე დამერწმუნებინეთ. პატივისცემით დარაგი“, - მიწერა კლოპს დარაგ კარლიმ.
წერილი ადრესატამდე მივიდა და იურგენ კლოპის პასუხმაც არ დააყოვნა:
„ძვირფასო დარაგ, სამწუხაროდ მე ვერ დავაკმაყოფილებ თქვენს თხოვნას, რადგან, თქვენი სურვილია, რომ „ლივერპულმა“ წააგოს. ჩემი საქმეა დავეხმარო ამ გუნდს გამარჯვებაში, რომ იმედი არ გავუცრუოთ მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარს, რომლებიც იმედოვნებენ ჩვენს გამარჯევბას. რა თქმა უნდა, თქვენი ფეხბურთისადმი ვნება და სწრაფვა ამით არ შეიცვლება. „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაუმართლა, რომ შენნაირი გულშემატკივარი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გუნდებს შორის დიდი მეტოქეობაა, ურთიერთპატივისცემა გვაკავშირებს. ჩემთვის ეს ფეხბურთია“, - უპასუხა იურგენმა.