ფეხბურთი

20:05 | 14.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილას" დასანანი მარცხი მოსკოვის "ტორპედოსთან"

გორის „დილამ“ თურქეთში პირველი ამხანაგური თამაში ჩაატარა და მარცხი განიცადა. გიორგი ნემსაძის გუნდი მოსკოვის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და პრაქტიკულად მოგებული თამაში წააგო.

შიდა ქართლელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და უკვე მესამე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა ანგარიშის გახსნა მოახერხა. გუნდებმა პირველ ტაიმში თითო გოლი კიდევ გაიტანეს. ჯერ სერგეევმა გაათანაბრა, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე თემურ მარკოზაშვილმა „დილა“ ხელმეორედ დააწინაურა.

გორელები სასურველ ანგარიშს ბოლომდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ 89-ე და 90-ე წუთებზე ორი გოლი გაუშვეს და მარცხი განიცადეს.

„დილა“ – „ტორპედო“ 2:3 (2:1)

გოლები: 1:0 კოვტალიუკი (3), 1:1 სერგეევი (36), 2:1 მარკოზაშვილი (45), 2:2 შორკინი (89), 2:3 ნეფტულინი (90)

თეგებიდილა
0.144238