ფეხბურთი

23:25 | 13.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსის გამო იგალო "მანჩესტერში" ცალკე ვარჯიშობს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალწვეული ოდიონ იგალო კარანტინშია. ფეხბურთელი „წითელ ეშმაკებს“ ჩინური „შახნაი შენხუადან“ შეუერთდა, მაგრამ ამ დრომდე გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და განცალკევებით მუშაობს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, იგალოს კარანტინი 14 დღე გაგრძელდება და ეს იმითაა გამოწვეული, რომ ინგლისურ გუნდში კორონავირუსი აშინებთ.

ვინაიდან ფეხბურთელი ჩინეთიდან ჩამოვიდა, ფრთხილობენ და ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება ნიგერიელი მანჩესტერელთა სრულფასოვანი წევრი.

0.12282