ფეხბურთი

16:36 | 12.02.2020 | ნანახია 1122 - ჯერ

ოფიციალურად: ხოსე პერალესი "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის „დინამო თბილისის“ რიგებს ხოსე პერალესი დაუბრუნდა. ამის შესახებ დედაქალაქური კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

პერალესი თურქულ შეკრებაზე გუნდთან ერთად ივარჯიშებს, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

აღსანიშნავია, რომ ესპანელი კარის დარაჯი გასულ სეზონშიც „დინამოში“ თამაშობდა და ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი დატოვა, მაგრამ როგორც ხედავთ, ისევ დაბრუნდა.

პერალესმა „დინამოს“ ღირსება კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 35 მატჩში დაიცვა და 15-ჯერ საკუთარი კარი მშრალად შეინახა. სეზონის ბოლოს ლიგის საუკეთესი მეკარედაც დასახელდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:54 | 12.02.2020
lagashi (6738)

ასეთი თავგადასავლები დინამოში ლიტოვჩენკოს და სხვა უცხოელ მეკარეებსაც გადახდენიათ, პირდაპირ შესაშურია ისეთი შორსმწვრეტელ ნაბიჯებს დგამს დინამოს მენეჯერი კარგი მეკარეა და გამიხარდა, უბრალოდ დინამოს პოლიტიკას დავტირი

16:34 | 12.02.2020
KoRBeN DaLLaS (24844)

ვნახოთ, ვნახოთ...
სატრანსფერო ამბებზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი - საკმაოდ კარგი მოთამაშეები დაიმატა რამდენიმე ქართულმა კლუბმა. ზოგიერთი დაჟე გამიკვირდა კიდეც
ევროთასებამდე დიდი დროა და იქნებ ნორმალურად მომზადებულები და ასე თუ ისე კონკურენტუნარიანები შევხვდეთ ზაფხულს...

16:35 | 12.02.2020
iceman (2988)

ჩემი აზრით ხოსეს დაბრუნება იმას ნიშნავს რომ კვასხვაძეს დააბრუნებენ ტორპედოში

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066474
სარეკლამო ადგილი - 99
X x X