გორის „დილა“ თურქეთში შეკრებას გაივლის. გიორგი ნემსაძის გუნდი ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება და იქ ოთხ ამხანაგურ შეხვედრასაც ჩაატარებს.
გორელები 14 თებერვალს მოსკოვის „ტორპედოს“, ორი დღის შემდეგ ოდესის „ჩერნომორეცს“, 18 თებერვალს ბელარუსის „შახტიორს“ და 20 თებერვალს ყაზახურ „თარაზს“ დაუპირისპირდება.
„დილა“ თურქეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება:
მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, ლაშა ტიტვინიძე
მცველები: დავით მაისაშვილი, დავით ხურცილავა, გურამ გიორბელიძე, ალეფ სანტოსი, ბალგოუ იენდუეტი, რეზი ჩიტეიშვილი, გიორგი ლაცაბიძე, არჩილ კობრიძე
ნახევარმცველები: ამოს ნონდი, ნიკა გაგნიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, თემო მარკოზაშვილი, ფრანცისკო მანდინგა, მამაიე კულიბალი
თავდამსხმელები: მიკოლა კოვტალიუკი, ნუგზარ სპანდერაშვილი, სემ დიალო