ფეხბურთი

16:57 | 10.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

9 ფეხბურთელით მოგებული დერბი არგენტინაში - "რასინგის" გმირობა (+VIDEO)

არგენტინის სუპერლიგაში აველიანედური დერბი შედგა, სადაც „რასინგმა“ „ინდეპენდიეტეს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ „რასინგის“ ფეხბურთელებმა მოძულე მეტოქეს 9 კაცის შემადგენლობით სძლიეს. „რასინგს“ მე-40 წუთზე მეკარე არიასი, ხოლო 46-ე წუთზე მცველი სიგალი გაუძევეს.

მიუხედავად ამისა, პატარა სასწაული მოახდინა და 86-ე წუთზე ჩილელი დიასის გოლით გამარჯვება იზეიმა.

ბოლოსკენ, მოედანზე ფეხბურთელთა თანაფარდობა აღდგა, რადგან „ინდეპენდიენტეს“ დომინგესი და რომერო გაუძევეს, მაგრამ ეს უკვე მაშინ მოხდა, როდესაც „რასინგი“ იგებდა და მსაჯის კომპენსირებული დრო მიმდინარეობდა. ამდენად, თამაშზე დიდი ზეგავლენა ვერ მოახდინა და „რასინგის“ გმირობაც ვერ გააფერმკრთალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115012