ფეხბურთი

14:20 | 8.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორუპის ნდობის მოპოვება ქართველებს უჭირთ

„გენტი“ მიმდინარე სეზონს კარგად ატარებს და ბელგიის იუპილერ ლიგაში მეორე ადგილზეა. პარალელურად ევროპა ლიგაზეც ჯგუფური ეტაპი ადვილად დაძლია და „რომასთან“ 1/16 ფინალური მატჩებიც კარსაა მომდგარი.

თუმცა, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ქართველები ამბავია. გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითაიას ძალიან უჭირთ იეს თორუპის სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრა.

ჩაკვეტაძეს ბევრი გაუცდა და დანიელი ერიდება მისთვის დიდი სათამაშო დროის მიცემას. თუმცა, უკვე ზუსტად ორი თვეა, რაც ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა და ახალგაზრდულ გუნდში თამაშს თუ არ ჩავთვლით, მთავარ გუნდში მეტად მწირი სათამაშო დრო ეძლევა, ძირითადში კი ჯერაც არ მოხვედრილა. გუშინაც, ბრიუსელის „ანდერლეხტთან“ თორუპმა მხოლოდ 8 წუთი მისცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა და მის ნაცვლად ძირითადში ამჯერად ანდერსონ ნიანგბო გაამწესა.

ქვილითაიას რაც შეეხება, რომან იარემჩუკის მძიმე ტრავმის ფონზე მისი სათამაშო დრო ნამდვილად გაიზარდა, თუმცა სასტარტოში სტაბილურად ვერ ხვდება. მაგალითად, წინა ტურში პირველივე წუთიდან ითამაშა, გუშინდელ შეხვედრაში კი 63-ე წუთზე მიეცა თამაშის შესაძლებლობა.

მარტამდე არც ისე დიდი დრო დარჩა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მანამდე ჩვენებურების სათამაშო დრო მკვეთრად გაიზრდება და სასურველ ფორმაში შესვლასაც მოახერხებენ. მითუფრო, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის ორივე გიორგი მეტად მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

0.149501