პოლ პოგბა აზრს არ იცვლის და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს. Manchester Evening News-ის ინფორმაციით, ფრანგმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს უკვე აცნობა, რომ ზაფხულში გუნდს დატოვებს.
პოგბას ყველაზე აქტიურად მადრიდის „რეალსა“ და ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ, გასულ ზაფხულს მისი სატრანსფერო ღირებულება კი 180 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.
პოლს „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ ინგლისელებს აქვთ ცალმხრივი შესაძლებლობა, რომ ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივონ.
მიმდინარე სეზონი 26 წლის ფეხბურთელის კარიერაში ყველაზე წარუმატებელია, მხოლოდ რვაჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია.