ფეხბურთი

1:05 | 2.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგაში "ბაიერნი" გალიდერდა

გერმანიის ბუნდესლიგაში მეოცე ტურის შემდეგ ლიდერი შეიცვალა. მიუნხენის „ბაიერნი“ ფორმაში შევიდა და „ლაიფციგს“ მეორე წრის სტარტზევე გადაასწრო.

ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა „მაინცი“ ძალიან ადვილად 3:1 დაამარცხა. „რეკორდმაისტერი“ უკვე 26-ე წუთისთვის სამბურთიანი უპირატესობით იგებდა და კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ცხადია, არ გასჭირვებია. „ბაიერნმა“ 42 ქულა დააგროვა და ყველა უკან მოიტოვა.

ტურის ცენტრალურ მატჩში „ლაიფციგი“ ასევე ჩემპიონობისთვის მებრძოლ „გლადბახს“ დაუხვდა და მარცხს ბეწვზე გადაურჩა. „ბორუსიამ“ ჩინებულად დაიწყო და პირველივე ტაიმში 2:0 დაწინაურდა. გამარჯვებით სტუმრები „ლაიფციგს“ გადაასწრებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში მანამდე მოპოვებული უპირატესობა გაანიავეს. ჯერ პატრიკ შიკმა გაქვითა ერთი გოლი, მატჩის ბოლოს კი, ნკუნკუმ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ლაიფციგს“ დაკარგული ქულები ლიდერობის დაკარგვადაც დაუჯდა.

„დორტმუნდმა“ „უნიონ ბერლინი“ გააცამტვერა - 5:0. აქ ის ამბავია აღსანიშნავი, რომ ერლინგ ჰოლანდმა მორიგი წარმოდგენა დადგა. საწყის ორ თამაშსა და 60 წუთში გატანილი 5 გოლის შემდეგ ნორვეგიელმა ამჯერად დუბლი შეასრულა. ახლა მას 136 წუთი აქვს ბუნდესლიგაში ნათამაშები და მეტოქეთა კარში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი. „დორტმუნდიც“ ჩართულია „ვერცხლის სინისთვის“ ბრძოლაში, რადგან ლიდერ „ბაიერთან“ ჩამორჩენა მხოლოდ სამი ქულაა.

„მაინცი“ – „ბაიერნი“ 1:3 (1:3)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (8), 0:2 მიულერი (14), 0:3 ტიაგო ალკანტარა (26), 1:3 სტ ჯუსტი (45)

„დორტმუნდი“ – „უნიონი“ 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 სანჩო (13), 2:0 ჰოლანდი (18), 3:0 როისი (68, პენ), 4:0 ვიტსელი (70), 5:0 ჰოლანდი (76)

„აუგსბურგი“ – „ვერდერი“ 2:1 (0;1)

გოლები: 0:1 იედვაი (23, ა.გ), 1:1 ნიდერლეხნერი (67), 2:1 ვარგასი (82)

„დიუსელდორფი“ – „აინტრახტი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 აიჰანი (78), 1:1 ჩანლდერი (90)

„ჰოფენჰაიმი“ – „ლევერკუზენი“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 დიაბი (11), 1:1 კრამარიჩი (23), 2:1 სკოვი (65)

„ლაიფციგი“ – „გლადბახი“ 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 პლეა (24), 0:2 ჰოფმანი (35), 1:2 შიკი (50), 2:2 ნკუნკუ (89)

თეგებიბუნდესლიგა
0.159918