ფეხბურთი

11:44 | 1.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" ისტორიაში პირველი ნიგერიელი ფეხბურთელი დაიმატა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩინური „შანხაი შენჰუადან“ ნიგერიელი ფორვარდი ოდიონ იგალო გადაიბირა. აზიელი „წითელი ეშმაკების“ ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიცავს.

იგალო „შანხაიში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 55 მატჩშუ 36 გოლი გაიტანა. მანამდე კი სახელი ევროპაში, „გრანადასა“ და „უოტფორდში“ თამაშით გაითქვა.

იგალომ მარკუს რაშფორდი უნდა შეცვალოს, რომელიც ტრავმირებულია. აღსანიშნავია, რომ 30 წლის ოდიონ იგალო „მანჩესტერის“ ისტორიაში პირველი ნიგერილი ფეხბურთელია.

0.117972