საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ისტორიაში პირველად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე ითამაშებს, რომელშიც 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს კონკურენტები ხორვატია, საბერძნეთი, გერმანია, მონტენეგრო, ბრაზილია, რუსეთი, კანადა, არგენტინა, ჰოლანდია და აზიის ორი ნაკრები იქნებიან.
ხსენებული 12 ნაკრები ორ ქვეჯგუფში გადანაწილდება, ხოლო წილისყრა 11 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გაიმართება. უშუალოდ ტოკიოს ოლიმპიადის სალინცეზიო ტურნირი კი, 22-29 მარტს როტერდამში ჩატარდება.
შეგახსენებთ, საქართველო ნაკრები ცოტა ხნის წინ ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეათე ადგილზე გავიდა, რაც ისტორიული შედეგი გამოდგა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან კარგია..მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვენი ოლიმპიადაზე გასვლა ძალიან მიზერულია..ოლიმპიადაზე 3 ან 4 გუნდი გადის და ეს იმ შემთხვევაში როცა ხორვატია,საბერძნეთი და მონტენეგრო მართლაც ერთი თავით მაღლა დგანან დანარჩენ გუნდებზე...წარმატებები ჩვენ ბიჭებს...