ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა სპორტული სამყარო შეძრა. NBA-ს ლეგენდას კიდევ ერთი ლეგენდა, მაიკლ ჯორდანი ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა.
„შოკში ვარ კობისა და ჯანას ტრაგიკული სიკვდილით. სიტყვები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აღწვერო ის ტკივილი, რომელსაც მე ვგრძნობ. მიყვარდა კობი - ის ჩემი უმცროსი ძმა იყო. ხშირად ვსაუბრობდით და ძალიან მომენატრება ეს ყოველივე. ის იყო ამაყი მეტოქე, ერთ-ერთი საუკეთესო ამ თამაშის ისტორიაში და შემოქმედებითი ძალა. კობი ასევე იყო წარმოუდგენელი მამა, რომელსაც ღრმად უყვარდა ოჯახი და ძალიან ამაყობდა თავისი ქალიშვილის კალათბურთისადმი სიყვარულით“, - თქვა მაიკლ ჯორდანმა.
შეგახსენებთ, კობი ბრაიანტის ვერტმფენი კალიფორნიაში ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, მისი 13 წლის შვილი - ჯანა.