ქართველი კალათბურთელების გიორგი ცინცაძის და მიხეილ ბერიშვილის „ალ შამალმა“ ყატარის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენებურების გუნდი „ყატარ სპორტს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 88:82 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ორივე ქართველმა კალათბურთელმა ითამაშა. ცინცაძემ პარკეტზე 39 წუთი გაატარა, რა დროშიც 21 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 25 შეადგინა და მხოლოდ აარონ მიტჩელს ჩამორჩა.
რაც შეეხება ბერიშვილს, მსუბუქმა ფორვარდმა შეუცვლელად იტამაშა და საკუტარ გუნდს 15 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასო შესძინა.
„ალ შამალს“ 14 ტურის შემდგომ 11 მოგების საპირისპიროდ 3 მარცხი აქვს და ყატარის ჩემპიონატს ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას კი 26 იანვარს, „ალ რაინთან“ გამართავს.