ფეხბურთი

15:31 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: "პოგბას და "მანჩესტერის" ამბიციები ერთმანეთს არ ემთხვევა"

პოლ პოგბას აგენტი მინო რაიოლა მიიჩნევს, რომ მისი კლიენტი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბედნიერი არაა. ჰოლანდიელის განცხადებით, ფრანგისა და ინგლისური გუნდის ამბიციები ერთმანეთს არ ემთხვევა.

რაიოლა ზაფხულში ტრანსფერს არ გამორიცხავს, მაგრამ არც იმას გამორიცხავს, რომ ვითარება იქამდე შეიცვალოს და მხარეებმა თანამშრომლობა მომავალშიც გააგრძელონ.

„დღეს პოლი არ არის ბედნიერი, რადგან არ თამაშობს და ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. პოგბა ძალიან ბედნიერი იყო „მანჩესტერში“ დაბრუნებით, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ამჟამად კლუბისა და მოთამაშის ამბიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. ვნახოთ ზაფხულში თუ იქნება პოლი „მანჩესტერის“ გეგმებში და „მანჩესტერი“ პოლის გეგმებში.

კლუბთა ჩემი ურთიერთობა კარგი და გულწრფელია. არასდროს მისაუბრია სოლსკიაერთან, მაგრამ ისინი მეუბნებიან, რომ ფანტასტიკური ადამიანია. ვუდვორდთან კი, ჩემი ურთიერთობა სრულიად გამჭირვალედა გულწრფელია. ჩვენ ერთმანეთს ვეუბნებით რა მოგვწონს და რა არ მოგვწონს.

ჩემი საქმე მოსმენაა. ღმერთმა ორი ყური და ერთი პირი მომცა, შესაბამისად, უმჯობესია მოვუსიმნო, ვიდრე ვილაპარაკო. მე ველოდები, რომ ჩემი კლიენტები თავიანთ გუნდებში ბედნიერები იქნებიან, ესაა ჩემი სამსახური. არ მინდა ვილაპარაკო იმაზე, რა მოხდება ზაფხულში. პოგბას სჭირდება ფორმაში დაბრუნება და ჩემი საქმეა ორივე მხარე ბედნიერი იყოს თუ ეს შესაძლებელია. თუ არადა, არსებობს სხვა გზები პრობლემის მისაგვარებლად“, - თქვა რაიოლამ.

შეგახსენებთ, პოგბა „მანჩესტერს“ 2016 წლის ზაფხულში „იუვენტუსიდან“ 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ბოლო ხანს მის მომავალს სწორედ ტურინულ გრანდს და მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ.

0.115563