ფეხბურთი

20:44 | 21.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

სიომინი: "კვირკველიამ იმაზე მეტი ითამაშა, ვიდრე დავგეგმეთ"

მოსკოვის „ლოკომოტივი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და ამხანაგური თამაში ბუქარესტის „სტიაუას“ წინააღმდეგ ჩაატარა (3:3). აღნიშნულ შეხვედრაში სოლომონ კვირკველიამ 90 წუთი გაატარა მოედანზე.

სწორედ ამის გამო „რკინიგზელთა“ მთავარ მწვრთნელის ჩვენებურის შესახებ ჰკითხეს და მანაც განმარტა, რატომ ათამაში ჩვენებური სპარინგში შეუცვლელად.

„ძველი საბა დაბრუნდა? ამას დრო სჭირდება, მთლიანობაში მან კარგად ითამაშა. თუმცა 90 წუთი მოედანზე იმიტომ იყო, რომ მურილო ავად გახლდათ და ვერ ითამაშა. ჩვენ გეგმა გვაქვს, რომ შეკრებაზე ყველა ფეხბურთელმა 45-45 წუთი ითამაშოს, კვირკველიას დატვირთვა იმაზე მეტი იყო, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა“, - თქვა სიომინმა.

შეგახსენებთ, რომ კვირკველიამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა, მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს გუნდში რჩება და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად იბრძოლებს.

0.123965